ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 664 შემთხვევა დადასტურდა
ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 664 შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთში „კოვიდ“-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი ოთხით გაიზარდა. ინფორმაციას ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით „როიტერი“ ავრცელებს. ქვეყნაში „კოვიდ-19“-ით სულ 27 125 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ესპანეთში გამოვლინდა კოვიდინფიცირების 664 ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 239 228 შემთხვევა არის გამოვლენილი.

ესპანეთის მასშტაბით უკვე დაიწყო მკაცრი შემზღუდველი ზომების შერბილება.