ესპანეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 276 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „გარდიანი“, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 1366-ით გაიზარდა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 216 582 შემთხვევა არის დაფიქსირებული.