ესპანეთში ბინების ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

04:22, 22.11.2018

ესპანეთში ბინების ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

პოლიციის ცნობით, დაპატიმრებული პირები სარაგოსაში რამდნიმე სახლის გაქურდვას აპირებდნენ, რომლებიც წინასწარ მონიშნეს.

ესპანური მედია ბრალდებულების ასაკსა და ინიციალებს ავრცელებს – 27 წლის ნ.გ. და 28 წლის ნ.კ.

ერთ-ერთს ჩხრეკისას ყალბი ბერძნული პასპორტი აღმოუჩინეს.

მსგავსი