ესპანეთში ბინების გაქურდვაში ბრალდებული საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
ესპანეთში ბინების გაქურდვაში ბრალდებული საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

ესპანეთში ბინების გაქურდვაში ბრალდებული საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ქალაქ ალიკანტეში დაკავებულების ასაკი 28-დან 54-წლამდე მერყეობს. ისინი პოლიციამ დანაშაულის ადგილზე აიყვანა. ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, მეორე კი მოპარულ ძვირფას ნივთებთან ერთად მიმალვას შეეცადა. პოლიციელებმა სამივე ბოროტმოქმედი დააკავეს.

გამოძიება მათ რამდენიმე სახლის გაქურდვაში ადანაშაულებს.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, დამნაშავეები ჯერ აკვირდებოდნენ მსხვერპლს და არჩევდნენ სახლებს, შემდეგ კი სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით შიგნით შედიოდნენ. მათი დაკავება პოლიციამ მას შემდეგ მოახერხა, რაც ძარცვის შესახებ სამართალდამცავებს მეზობლებმა შეატყობინეს. სამივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. ისინი ციხეში გადაიყვანეს.