ესპანეთში ავარიის შედეგად ტრაილერიდან ხუთი სპილო გაიქცა, რომლებმაც მოძრაობა შეაფერხეს
ესპანეთში ავარიის შედეგად ტრაილერიდან ხუთი სპილო გაიქცა, რომლებმაც მოძრაობა შეაფერხეს

ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ავარიის შედეგად, ტრაილერიდან ხუთი სპილო გაიქცა, რომლებმაც საავტომობილო გზა ჩახერგეს.

როგორც BBC წერს, ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ავარიას ერთი სპილოს ემსხვერპლა, კიდევ ორმა დაზიანებები მიიღო.

საბოლოოდ, დაშავებული ცხოველების საავტომობილო გზიდან ამწეთი გადაყვანა გახდა საჭირო.

ინციდენტი ესპანეთის ქალაქ პოსო-კანიადაში მოხდა. ტრაილერის მძღოლი, რომელსაც სპილოები გადაჰყავდა, არ დაშავებულა.

პოლიციის ცნობით, ტრაილერი ადგილობრივ ცირკს ეკუთვნოდა.