ესპანეთში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათში 514 ადამიანი დაიღუპა

16:04, 24.03.2020

ესპანეთში ახალ კორონავირუსს, „კოვიდ-19“-ს ბოლო 24 საათში 514 ადამიანი ემსხვერპლა.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით საერთო ჯამში 2 696 ადამიანი დაიღუპა.

ოფიციალური მონაცემებით, ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 39 673 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსი 6 584 ადამიანს დაუდასტურდა.

მსგავსი