ესპანეთში ახალი კორონავირუსის 219 შემთხვევა ფიქსირდება
ესპანეთში ახალი კორონავირუსის 219 შემთხვევა ფიქსირდება

ესპანეთში კორონავირუსის 219 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას სიენენი (CNN) ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ანდალუზიაში 12 შემთხვევა ფიქსირდება, ასტურიაში ორი, ბალეარის კუნძულებზე ხუთი შემთხვევაა დადასტურებული, კანარის კუნძულებზე რვა, კანტაბრიში 10 შემთხვევა, კასტილა და ლეონში 11, კასტილია ლა მანჩაში 12, კატალონიაში 28 შემთხვევაა დაფიქსირებული, ვალენსიაში 22, ბასკეთში 21, ესტრემადურაში ექვსი, მადრიდში 76, ნავარაში სამი და ლა რიოხაში სამი შემთხვევა.