ესპანეთში აცხადებენ, რომ ჩინეთიდან მიღებული კორონავირუსის სწრაფი ტესტების ახალი პარტიაც უხარისხო აღმოჩნდა
ესპანეთში აცხადებენ, რომ ჩინეთიდან მიღებული კორონავირუსის სწრაფი ტესტების ახალი პარტიაც უხარისხო აღმოჩნდა

ესპანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩინეთიდან მიღებული კორონავირუსის სწრაფი ტესტების ახალი პარტიაც უხარისხო აღმოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა „ელ პაისი“ წერს.

როგორც ესპანეთის მთავრობის წევრებმა განაცხადეს, ახალი ტესტები კომპანია „ბიოიზისგან“ მიიღეს, თუმცა 640 000 ტესტს დეფექტი აღმოაჩნდა და მათ ვერ დააკმაყოფილეს სტანდარტი.

როგორც „ელ პაისი“ იუწყება, ესპანეთის მთავრობა ჯერ არ ამხელს თუ რა თანხა გადაუხადა ჩინეთს ტესტების შესაძენად. გამოცემის ცნობით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, შეკვეთა გააუქმოს და ეცდება თანხა დაიბრუნოს.

შეგახსენებთ, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ესპანეთის მიერ ჩინეთიდან შეკვეთილი ტესტები უსარგებლო აღმოჩნდა. მარტის ბოლოს ესპანეთმა ჩინურ კომპანიას 58 000 ტესტი დაუბრუნა, რომლითაც სამედიცინო პერსონალი უნდა შეემოწმებინათ.