ესპანეთსა და საფრანგეთს შტორმი „გლორია“ დაატყდა თავს

23:51, 21.01.2020

ესპანეთსა და საფრანგეთს შტორმმა „გლორიამ“ გადაუარა. დაიღუპა სულ მცირე ოთხი ადამიანი.

სტიქია ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილს დაატყდა თავს. ბალეარის კუნძულებზე ძლიერი შტორმი და წყალდიდობა იყო, რამაც ქაოსი გამოიწვია. ესპანეთის 30-ზე მეტ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს.

ამის შემდეგ სტიქიამ საფრანგეთში გადაინაცვლა. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე საგანაგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. აღნიშნულ რეგიონებში პოლიციის დამატებითი ძალები და მეხანძრეები გააგზავნეს.

მსგავსი