ესპანეთსა და ინგლისში ათწლეულის სიმბოლური ნაკრებები შეადგინეს
ესპანეთსა და ინგლისში ათწლეულის სიმბოლური ნაკრებები შეადგინეს

პოპულარულმა საფეხბურთო პორტალმა Goal-მა შეადგინა ბოლო ათწლეულის სიმბოლური ნაკრებები ესპანეთსა და ინგლისში.

ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურში სამი გუნდის ფეხბურთელები მოხვდნენ:

მეკარე – იან ობლაკი (ატლეტიკო);

მცველები – მარსელო (რეალი), სერხიო რამოსი (რეალი), ჟერარ პიკე (ბარსელონა), დანი ალვეში (ბარსელონა);

ნახევარმცველები – ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ლუკა მოდრიჩი (რეალი), ჩავი (ბარსელონა);

ფორვარდები – ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო/ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა).

რაც შეეხება ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ათწლეულის სიმბოლურ ნაკრებს, აქ ექვსი მოთამაშეა “მანჩესტერ სიტიდან”, სამი “ჩელსიდან” და თითო “მანჩესტერ იუნაიტედიდან” და “ლივერპულიდან”:

მეკარე – დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი);

მცველები – სეზარ ასპილიკუეტა (ჩელსი), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული/საუთჰემპტონი), ვენსან კომპანი (მანჩესტერ სიტი), პაბლო საბალეტა (ვესტ ჰემი/მანჩესტერ სიტი);

ნახევარმცველები – დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), ნ’გოლო კანტე (ჩელსი/ლესტერი), იაია ტურე (მანჩესტერ სიტი);

ფორვარდები – ედენ აზარი (ჩელსი), სერხიო აგუერო (მანყესტერ სიტი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი/ლივერპული).