ესპანეთმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო
ესპანეთმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო

ესპანეთმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. დღეიდან ესპანეთში ქარხნებისა და სამშენებლო კომპანიების ნაწილი ამუშავდება.

შეგახსენებთ, რომ მკაცრი შეზღუდვები ესპანეთში 27 მარტიდან ამოქმედდა.

შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, ესპანეთის მთავრობა უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. კერძოდ, პოლიცია 10 მილიონ პირბადეს დაურიგებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სამსახურში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ.

ამასთან, გამოქვეყნდა „უსაფრთხოების პროტოკოლი“, რომლის დაცვაც იმ საწარმოებს მოუწევთ, რომლებიც დღეიდან მუშაობას განაახლებენ.

აღნიშნული პროტოკოლით, დასაქმებულებს მოუწევთ ორმეტრიანი დისტანციის დაცვა და პირბადებიის გამოყენება. ამასთან, აუცილებელი იქნება იმ საგნების დეზინფექცია, რომლებიც დასაქმებულებს თან დააქვთ. მაგალითად, მობილურები, სათვალე და ა.შ.

სამშენებლო სექტორში დასაქმებულებს მუშაობა მხოლოდ იმ ობიექტებზე შეეძლებათ, რომლებიც დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით მდებარეობს. ბინებში რემონტის ჩატარება კვლავ აკრძალული რჩება.