ესპანეთმა გემი მიიღო, რომელზეც 900-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა
ესპანეთმა გემი მიიღო, რომელზეც 900-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა

ესპანეთში, ანდალუსიის სანაპირო დაცვამ 933 მიგრანტი გადაარჩინა.

ამასთან, ესპანური მედიის ინფორმაციით, გემზე ოთხი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

აფრიკელი მიგრანტებით სავსე გემი, რომელიც იტალიისა და მალტის მთავრობებმა არ მიიღეს, ესპანეთში ცოტა ხნის წინ ჩავიდა.

ერთი კვირის წინ ესპანეთმა 600-ზე მეტი მიგრანტი თავშესაფრით უზრუნველყო. მათ თავშესაფარზე უარი იტალიის ახალმა მემარჯვენე მთავრობამ განუცხადა.

ესპანეთის ორი კვირის წინ არჩეული სოციალისტური მთავრობის მეთაურმა, პედრო სანჩესმა რბილი საემიგრაციო პოლიტიკა დააანონსა. მისი თქმით, ევროპულმა სახელმწიფოებმა სიღატაკესა და ომს გამოქცეულ მიგრანტებს კარი უნდა გაუღოს.