ესპანეთმა ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს დახმარებისთვის მიმართა, რათა სეუტაში უკანონოდ შესული მიგრანტების შემოწმებისა და რეგისტრაციის პროცესში დაეხმაროს
ესპანეთმა ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს, „ფრონტექსს“ დახმარებისთვის მიმართა, რათა ესპანეთის ანკლავ სეუტაში უკანონოდ შესული მიგრანტების შემოწმებისა და რეგისტრაციის პროცესში დაეხმაროს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
ესპანეთის ხელისუფლების განცხადებით, სეუტაში 5 000-დან 8 000-მდე მიგრანტი რჩება მას შემდეგ, რაც 30 ივლისს მაროკოდან საზღვარი, სულ მცირე, 72 000-მა ადამიანმა გადაკვეთა, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა.
ესპანეთმა ასევე მოითხოვა „ფრონტექსის“ კიდევ 10 თანამშრომლის გაგზავნა, რომლებიც მიგრანტების შემოწმებაში დაეხმარებიან.
„როიტერი“ აღნიშნავს, რომ ესპანეთის ხელისუფლების მოთხოვნა სეუტაში დაძაბულობის ზრდის ფონზე გაკეთდა. ქალაქის მცხოვრებლებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს და მოითხოვეს, რომ მიგრანტებმა ტერიტორია დატოვონ.