ესპანეთმა და გერმანიამ ფრე ითამაშეს - ჯგუფს კვლავ ესპანეთი ლიდერობს [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთმა და გერმანიამ ფრე ითამაშეს - ჯგუფს კვლავ ესპანეთი ლიდერობს [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფში ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ფეხბურთის გულშემატკივრები განსაკუთრებით ელოდებოდნენ — ერთმანეთს ესპანეთი და გერმანია დაუპირისპირდნენ. ჯგუფში პირველი მატჩი ესპანეთმა ბრწყინვალედ ჩაატარა და კოსტა რიკას 7:0 მოუგო. გერმანელებმა კი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიასთან სენსაციური მარცხი (1:2) განიცადეს და რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

 

 

 

 

მატჩი პირველივე წუთებიდან მაღალ ტემპში დაიწყო. ესპანელები ბურთს აკონტროლებდნენ და უზუსტესი პასებით მეტოქის ნახევარზე ძალიან სწრაფად გადადიოდნენ. მე-7 წუთზე ესპანელების სახიფათო შეტევას დანი ოლმოს ძლიერ გასროლა მოჰყვა. ესპანელმა შორეულ, მაღალ კუთხეში დაარტყა, მაგრამ გერმანია მეკარემ თავგანწირული ნახტომით იხსნა — ნოიერის მოგერიებული ბურთი კი ძელს მოხვდა.

პირველი ტაიმის მიწურულს გერმანელებმა სახიფათოდ შეუტიეს და რუდგიერის დარტყმული ბურთი ესპანეთის კარში აღმოჩნდა, მაგრამ ვიდეორეფერიმ გოლი არ ჩათვალა.

მეორე ტაიმი გერმანიამ აქტიურად დაიწყო და სახიფათოდაც უტევდა. თუმცა ანგარიში შეცვლაზე შემოსულმა მორატამ 62-ე წუთზე გახსნა და ესპანეთის ნაკრები წინ გაიყვანა — 1:0. გერმანიის ნაკრები ურთულესი ამოცანის წინაშე დადგა.

გერმანიამ საკუთარი შანსი 83-ე წუთზე მიიღო, რომელიც ფულკრუგმა გოლად აქცია და ანგარიში გაათანაბრა — 1:1. არბიტრმა მეორე ტაიმს 6 წუთი დაამატა. მატჩის მიწურულს, 95-ე წუთზე გერმანელებს წინ გასვლა შეეძლოთ, მაგრამ შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს და საინტერესო, დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

E ჯგუფი

ტური თარიღი დრო თამაში ანგარიში
I ტური 23.11.2022 17:00 გერმანია-იაპონია 1:2
I ტური 23.11.2022 20:00 ესპანეთი-კოსტა რიკა 7:0
II ტური 27.11.2022 14:00 იაპონია-კოსტა რიკა 0:1
II ტური 27.11.2022 23:00 ესპანეთი-გერმანია 1:1
III ტური 01.12.2022 23:00 კოსტა რიკა-გერმანია :
III ტური 01.12.2022 23:00 იაპონია-ესპანეთი :

 

E ჯგუფი
1 ესპანეთი 2 1 1 0 8-1 4
2 იაპონია 2 1 0 1 2-2 3
3 კოსტა რიკა 2 1 0 1 1-7 3
4 გერმანია 2 0 1 1 2-3 1