ესპანეთის თასის ფინალში ბარსელონა და ვალენსია ითამაშებენ
ესპანეთის თასის ფინალში ბარსელონა და ვალენსია ითამაშებენ

ესპანეთის თასის მეორე ფინალისტი ვალენსია გახდა, რომელმაც ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა ბეტისი.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა სევილიაში 2:2 დასრულდა. განმეორებით მატჩში კი, რომელიც ვალენსიაში გაიმართა, ერთადერთი გოლი გავიდა – 56-ე წუთზე თავი გამოიჩინა როდრიგომ.

ესპანეთის თასის ფინალი 25 მაისს, სევილიაში გაიმართება. ვალენსიას მეტოქე ბარსელონა იქნება, რომელმაც მანამდე ორი მატჩის ჯამში 4:1 მოუგო მადრიდის რეალს.

ბარსელონასა და ვალენსიას აქამდე სამჯერ უთამაშიათ ესპანეთის თასის ფინალში:

1952 წელს ბარსელონამ დამატებით დროში 4:2 მოიგო, 1954 წელს – ვალენსიამ გაიმარჯვა (3:0), 1971 წელს კი ბარსელონამ ისევ დამატებით დროში სძლია მეტოქეს – 4:3.