ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ 2019-20 წლების სეზონის ესპანეთის თასის ფინალი მაყურებლების თანდასწრებით ჩატარდება. ფინალურ მატჩში ბასკური დერბი გაიმართება – „ბილბაო“ „სოსიედადის“ წინააღმდეგ.
ორი დღის წინ, კლუბებმა ფედერაციას გაუგზავნეს თხოვნა – გადადოს ფინალის ჩატარება იქამდე, სანამ მატჩებზე დასწრება არ შეეძლებათ მაყურებლებს. საბოლოოდ, ფედერაციის ხელმძღვანელობამ დააკმაყოფილა ფინალისტების თხოვნა. ჯერჯერობით, მატჩის ჩატარების თარიღი უცნობია.
ძველი კალენდრით, ფინალის თარიღი იყო 18 აპრილი. ახლა, ახალ თარიღს კლუბებთან ერთად შეარჩევენ.
ესპანური კლუბები მაისის დასაწყისში შეუდგებიან ინდივიდუალურ ვარჯიშებს. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება პრიმერას გათამაშება.