ესპანეთის სასამართლომ პედრო სანჩესის მეუღლეს, ბეგონია გომესს ანკარაში გასამართ ნატო-ს სამიტზე დასწრების უფლება არ მისცა 

12:09, 07.07.2026

ესპანეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მეუღლის მოთხოვნა ნატო-ს სამიტზე დასწრების შესახებ, მაგრამ ნება დართო, გაემგზავროს ლონდონში, შვილის გამოსაშვებ საღამოზე დასასწრებად. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური მედია ავრცელებს.

მოსამართლის განცხადებით, გომესი ანკარაში ნატო-ს სამიტზე „ინსტიტუციური თავაზიანობის“ გამო მიიწვიეს. რაც შეეხება ლონდონში გამგზავრების უფლების მიცემას, მოსამართლემ  ეს გადაწყვეტილება ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის სასამართლო თანამშრომლობის სფეროში კარგი ურთიერთობებით ახსნა; ასევე იმ ღონისძიების ხასიათის გათვალისწინებით, რომელზეც სანჩესის მეუღლე გამგზავრებას გეგმავს.

მანამდე ბეგონია გომესმა მოსამართლეს სთხოვა, 7-დან 10 ივლისამდე საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება მიეცა, ანკარაში ნატო-ს სამიტზე ჩასულიყო და ლონდონის გავლით დაბრუნებულიყო, რათა იქ თავისი ქალიშვილის გამოსაშვებ ცერემონიას დასწრებოდა.

ცნობისთვის, 19 ივნისს ესპანეთის სასამართლომ ბეგონია გომესის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის საქმეზე. 20 ივნისს მას ქვეყნის დატოვება აუკრძალეს კორუფციის საქმეზე სასამართლო პროცესის მომზადების ფარგლებში და დაავალეს, თვეში ორჯერ გამოცხადდეს სასამართლოში.

მსგავსი