ესპანეთის სასამართლომ ჯიჰადისტები გაასამართლა, რომლებიც ბარსელონაში ტერაქტებს გეგმავდნენ
ესპანეთის სასამართლომ ჯიჰადისტები გაასამართლა, რომლებიც ბარსელონაში ტერაქტებს გეგმავდნენ

ესპანეთის სასამართლომ ჯიჰადისტები გაასამართლა, რომლებიც ბარსელონაში ტერაქტებს გეგმავდნენ. როგორც გამოცემა La Vanguardia წერს, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულთა სკამზე 10 პირი იყო.

ჯიჰადისტური ორგანიზაციის სამ ლიდერს 12 წლით თავისუფლება მიუსაჯეს ისინი 2015 წლის აპრილში დააკავეს.

ორგანიზაციის კიდევ შვიდ წევრს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სასამართლომ დაადგინა, რომ დაჯგუფების წევრები თავდასხმებზე გეგმავდნენ პოლიციაზე, ბანკებზე, ებრაულ ორგანიზაციებზე და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ რიგებში გეგმავდნენ გაწევრიანებას. სასამართლომ დაადგინა, რომ მსჯავრდებულები სურათებს უღებდნენ ბარსელონაში ღირსშესანიშნავ ადგილებს და იქ ტერაქტის განხორციელებას გეგმავდნენ.