ესპანეთის სანაპიროსთან ოთხი მიგრანტი დაიღუპა

10:24, 02.04.2018

ესპანეთის სანაპიროსთან ოთხი მიგრანტი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთის სანაპირო დაცვამ გიბრალტარის სრუტესთან ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლო, კიდევ 7 დაკარგულის ძებნა კი ამ დრომდე მიმდინარეობს.

ერთ-ერთი გადარჩენილი მიგრანტის თქმით, ნავზე სულ 12 ადამიანი იმყოფებოდა. ისინი მაროკოდან ევროპაში მოხვედრას ცდილობდნენ.

მსგავსი