ესპანეთის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში 200-მდე მიგრანტი გადაარჩინა
ესპანეთის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში 200-მდე მიგრანტი გადაარჩინა

ესპანეთის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში 200-მდე მიგრანტი გადაარჩინა.

„ევრონიუსის“ ცნობით, მიგრანტები ევროპის ტერიტორიაზე მოხვედრას ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიიდან ცდილობდნენ.

​როგორც ცნობილია, გიბრალტარის სრუტის რეგიონში ბოლო 24 საათში რამდენიმე ოპერაცია ჩატარდა. ესპანეთის სანაპირო დაცვამ სამი კუსტარულად დამზადებული ნავიდან 73 მიგრანტი გადაარჩინა. ოპერაცია ჩატარდა ალბორანის ზღვაშიც, სადაც ესპანეთის სანაპირო დაცვამ ხუთი სხვადასხვა ნავიდან 110 მიგრანტი გადაარჩინა. არალეგალები მალაგის პორტში გადაიყვანეს.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს ხმელთაშუა ზღვის გავლით ესპანეთის ტერიტორიაზე 18 ათასამდე მიგრანტი მოხვდა. ეს რიცხვი კი, წინა წლის მაჩვენებელზე 39 პროცენტით ნაკლებია.