ესპანეთის სამხრეთში ხანძრის შედეგად მეხანძრე დაიღუპა

09:34, 10.09.2021

ესპანეთის სამხრეთში ხანძრების შედეგად ერთი მოქალაქე დაიღუპა. როგორც კურორტ ესტოპნას ხელისუფლება იუწყება, გარდაცვლილია 44 წლის მეხანძრე.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ტყეში გაჩენილი ხანძარი 2 000 ჰექტარის ფართობზეა მოდებული.

1 000-მდე ადამიანი ევაკუირებულია. ადგილობრივების ცნობით, ხანძრის შედეგად წარმოქმნილი კვამლი რამდენიმე დასახლებას ფარავს. ჩაკეტილია რამდენიმე ავტომაგისტრალიც. ცეცხლის ჩაქრობას 300-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს.

აგვისტოს შემდეგ ესპანეთში ტყეში გაჩენილი ხანძრების შედეგად 74 000-ს ჰექტარზე მეტი ტყის მასივი დაიწვა.

მსგავსი