ესპანეთის სახელმწიფო უსაფრთხოების ძალები – სეუტაში მიგრაციული კრიზისის დაწყების შემდეგ დაახლოებით 73 500 მიგრანტმა დატოვა ესპანეთის ეს ანკლავი მაროკოს მიმართულებით

15:59, 02.08.2026

ესპანეთის სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების შეფასებით, სეუტაში მიგრაციული კრიზისის დაწყების შემდეგ დაახლოებით 73 500 მიგრანტმა დატოვა ესპანეთის ეს ანკლავი მაროკოს მიმართულებით. ამის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით, სააგენტო EFE იუწყება.

წყაროების განცხადებით, ეს რიცხვი, შესაძლოა, მოიცავდეს როგორც მიგრანტებს, რომლებიც სეუტაში მასობრივი შეჭრის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდნენ, ასევე მათ, ვინც, სავარაუდოდ, ანკლავში რამდენჯერმე შევიდა და უკან გავიდა.

2 აგვისტოს მდგომარეობით ცნობილია, რომ ანკლავში განვითარებული მიგრაციული კრიზისის შედეგად 71 ადამიანი დაიღუპა.

სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, რომელიც 30 ივლისს დაიწყო, ათიათასობით ადამიანი უკან, მაროკოს საზღვრისკენ გაემართა, რათა მაროკოში დაბრუნებულიყო. ეს მოხდა უსაფრთხოების ძალების ზეწოლისა და ესპანეთსა და მაროკოს შორის მიგრანტების რეპატრიაციის შესახებ შეთანხმების ფონზე.

ცნობისთვის, ბოლო დღეებში ათიათასობით მიგრანტმა სცადა მაროკოს ტერიტორიიდან ესპანეთის ანკლავ სეუტაში შეღწევა. ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, ქალაქში უკანონოდ დაახლოებით 60 ათასი ადამიანი შევიდა.

31 ივლისს ესპანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიგრანტების უმრავლესობა უკვე დაბრუნდა მაროკოში.

მსგავსი