ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მისი იტალიელი კოლეგის განცხადების გამო, საგარეო უწყებაში იტალიის ელჩი გამოიძახეს
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე მანუელ ალბარესი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანტონიო ტაიანის განცხადებას გამოეხმაურა და მას პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის შეუფერებელი განცხადება უწოდა.
„ეს გზავნილი არ შეეფერება პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომლისგანაც ევროპულ სოლიდარობას ველოდებით და არა პარტიულ დემაგოგიას“, – განაცხადა ალბარესმა.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სეუტაში მიმდინარე მოვლენები სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება და არანაირი კავშირი არ აქვს იმ საკითხთან, რომელზეც იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი საკუთარ განცხადებაში საუბრობდა.
„ხვალ იტალიის ელჩი გამოვიძახეთ“, – ნათქვამია ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.
ცნობისთვის, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ესპანეთთან შენგენის ზონის დახურვას. იტალიის პირველი დიპლომატის განცხადება ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა, სადაც რამდენიმე საათში მაროკოდან ათასობით მიგრანტი შევიდა. მოგვიანებით, მადრიდმა ანკლავში სამხედროები გაგზავნა.