იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ესპანეთთან შენგენის ზონის დახურვას მხარს ვუჭერ

01:45, 31.07.2026

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ესპანეთთან შენგენის ზონის დახურვას და სრულ ნდობას უცხადებს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო პიანტედოზის მოქმედებებს.

„არარეგულარული და უკონტროლო მიგრაცია ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს“, – განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, სეუტადან გავრცელებული კადრები აჩვენებს, რომ მადრიდის მთავრობის გადაწყვეტილება 500 000-ზე მეტი მიგრანტისთვის ესპანეთის და შესაბამისად, ევროკავშირის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, არასწორია და ხელს უწყობს ადამიანებით უკანონო ვაჭრობას.

ცნობისთვის, მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში რამდენიმე საათში ათასობით მიგრანტი შევიდა. მოგვიანებით, მადრიდმა ანკლავში სამხედროები გაგზავნა.

მსგავსი