ესპანეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.
23-კაციან სიაში ვერ მოხვდა რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებსაც საბოლოო განაცხადში მოიაზრებდნენ. მაგალითად, მარკოს ალონსო, სესკ ფაბრეგასი, ალვარო მორატა.
მუნდიალისთვის ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები – კეპა არისაბალაგა (“ბილბაო”), დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), პეპე რეინა (“ნაპოლი”, იტალია);
მცველები – ჟორდი ალბა (“ბარსელონა”), სესარ ასპილიკუეტა (“ჩელსი”, ინგლისი), დანიელ კარვახალი (“რეალი”), ნაჩო მონრეალი (“არსენალი”, ინგლისი), ნაჩო (“რეალი”), ალვარო ოდრიოსოლა (“რეალ სოსიედადი“), ჟერარ პიკე (“ბარსელონა”), სერხიო რამოსი (“რეალი”);
ნახევარმცველები – ისკო (“რეალი”), ტიაგო ალკანტარა (“ბაიერნი”, გერმანია), სერხიო ბუსკეტსი (“ბარსელონა”), დავიდ სილვა (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”), საულ ნიგესი (“ატლეტიკო”), კოკე (“ატლეტიკო”);
ფორვარდები – მარკო ასენსიო (“რეალი”), იაგო ასპასი (“სელტა“), დიეგო კოშტა (“ატლეტიკო”), მორენო როდრიგო (“ვალენსია”), ლუკას ვასკესი (“რეალი”).