ევროპის ტოპკლუბები არავაქცინირებულ ფეხბურთელებს არ ყიდულობენ #1TVSPORT
ევროპის ტოპკლუბები არავაქცინირებულ ფეხბურთელებს არ ყიდულობენ #1TVSPORT

ევროპული ტოპკლუბები უარს ამბობენ კონტრაქტის გაფორმებაზე პრემიერლიგაში მოთამაშე იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც არ არიან ვაქცინირებული კორონავირუსზე, – წერს გაზეთი „ტელეგრაფი“.

ამის მიზეზია მომავალში დაავადების კიდევ ერთი პოტენციური აფეთქება. გუნდები მომენტალურად წყვეტენ მოლაპარაკებებს, როგორც კი მათთვის ცნობილი ხდება, რომ ფეხბურთელი აცრილი არ არის.

სამედიცინო პროტოკოლის თანახმად, ევროპაში კორონავირუსის ახალი აფეთქების შემთხვევაში, არავაქცინირებული ფეხბურთელები ვერ შეძლებენ გუნდთან ერთად მატჩებზე მგზავრობას და სეზონის დროს პაუზებისას კლუბის ბანაკის დატოვებას.

აღსანიშნავია, რომ ლონდონის „ჩელსის“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურნეში ვერ გაყვა ორი ფეხბურთელი – რუბენ ლოფტუს-ჩიკი და ნ’გოლო  კანტე, რომლებიც არ არიან ვაქცინირებულნი.