ესპანეთის საარჩევნო კომისიამ კატალონიის მთავრობის ლიდერს მანდატი ჩამოართვა
ესპანეთის საარჩევნო კომისიამ კატალონიის მთავრობის ლიდერს მანდატი ჩამოართვა

ესპანეთის საარჩევნო კომისიამ კატალონიის მთავრობის ლიდერს მანდატი ჩამოართვა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ამის მიზეზი პოლიტიკოსის მიერ სეპარატისტული სიმბოლიკის გამოყენება იყო.

საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ხოაკიმ ტორუს თანამდებობის დაკავება 18 თვით აეკრძალა. ამასთან, საარჩევნო კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, სასამართლომ პოლიტიკოსი 30 ათასი ევროთი დააჯარიმა.

საარჩევო კომისიის გადაწყვეტილებამ კატალონიაში მოსახლეობის გარკვეული ნაწილის პროტესტი გამოიწვია. 3 იანვარს, საღამოს საათებში ბარსელონაში პოლიტიკოსის მხარდასაჭერი დემონსტრაცია გაიმართა. მასში მონაწილეობა რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო.