ესპანეთის რამდენიმე რეგიონში შტორმმა წყალდიდობა გამოიწვია, ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
ესპანეთის რამდენიმე რეგიონში შტორმმა წყალდიდობა გამოიწვია, ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ესპანეთის ზოგიერთ ნაწილში შტორმმა წყალდიდობა გამოიწვია. ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. უამინდობის გამო ზოგიერთ საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრაობა შეწყდა.

შტორმმა განსაკუთრებით კატალონიის რეგიონი დააზარალა, წყალდიდობაა ქალაქ ალკანარში, სადაც წაქცეულია ხეები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები. გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ჰოსპიტალიზებულია სამი ადამიანი.

სტიქიის ზონაში ხუთი ათასამდე საცხოვრებელი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანცესმა მოსახლეობას სიფრთხილისა და საგანგებო სამსახურების მითითებების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.