ესპანეთის ქალაქ მადრიგერაში წყალდიდობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მადრიგერაში წყალდიდობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მაშველებმა 90-მდე ადამიანი გადაარჩინეს.
პატარა დასახლებაში, სადაც სულ 4 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, რეკორდული ოდენობის ნალექი მოვიდა – ერთ კვადრატულ მეტრზე 140 ლიტრი.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა დაღუპული 102 წლის ქალის ოჯახს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მიუსამძიმრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანდაზმული საკუთარ ბინაში იპოვეს გარდაცვლილი, რომელიც უხვი ნალექის დროს, წყლით დაიტბორა.