ესპანეთის პრემიერი მოქალაქეებს მიმართავს, აუცილებლობის გარეშე სახლიდან არ გავიდნენ
ესპანეთის პრემიერი მოქალაქეებს მიმართავს, აუცილებლობის გარეშე სახლიდან არ გავიდნენ

იტალიისა და საფრანგეთის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს ესპანეთის ხელისუფლებაც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი მოქალაქეებს მიმართავს, აუცილებლობის გარეშე სახლიდან არ გავიდნენ.

ქვეყანაში ფუნქციონირება შეწყვიტეს მუზეუმებმა, კულტურულმა ცენტრებმა, გაუქმდა სპორტული ღონისძიებები. რესტორნები და კაფეები კი მომხმარებლებს მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისს სთავაზობენ.

ამ ეტაპზე მუშაობას განაგრძობს საბანკო სექტორი და ბენზინგასამართი სადგურები, ისევე, როგორც სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები.

ქვეყანაში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში ორი კვირა გაგრძელდება.

ესპანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 6391, გარდაცვლილთა კი 195-ს შეადგენს.