ესპანეთის პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეალური მაჩვენებელი სამ მილიონს აღწევს
ესპანეთის პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეალური მაჩვენებელი სამ მილიონს აღწევს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, რომ  ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეალური მაჩვენებელი სამ მილიონს აღწევს. ოფიციალური მონაცემებით ესპანეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დაინფიცირებულთა რაოდენობა მხოლოდ ერთ მილიონს სცდება.

პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მოსახლოება გააფრთხილა, რომ ესპანეთს წინ მძიმე თვეები ელის, რადგან ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების მეორე ტალღა გრძელდება.

„გარდიანი“ წერს, რომ სხვადასხვა რეგიონების გუბერნატორების თხოვნის მიუხედავად, სანჩესი ქვეყნის მასშტაბით მკაცრი კარანტინის რეჟიმის გამოცხადებას არ გეგმავს.

პრემიერ-მინისტრმა მოსახლოებას რეგულაციების დაცვისკენ და სოციალიზაციის მაქსიმალურად შემცირებისკენ მოუწოდა.