ესპანეთის პრემიერ-მინისტრი - წლების განმავლობაში, ნატო ძალიან გულუბრყვილო იყო რუსეთთან მიმართებაში
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი - წლების განმავლობაში, ნატო ძალიან გულუბრყვილო იყო რუსეთთან მიმართებაში

წლების განმავლობაში, ნატო ძალიან გულუბრყვილო იყო რუსეთთან მიმართებაში, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სიენენთან განაცხადა.

„ნატო მკაფიო გზავნილს უგზავნის პუტინს, რაც არის ის, რომ ჩვენ ვაპირებთ უკრაინის მხარდაჭერას. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, ვიდრე რუსეთის ჯარი დატოვებს ქვეყანას და პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ვფიქრობ, მნიშნველოვანია გავაგზავნოთ ერთიანობისა და საერთაშორისო საზოგადოების სიმტკიცის ეს მესიჯი, განსაკუთრებით ნატო-ს მოკავშირეებისა და რა თქმა უნდა, დიდი შვიდეულის (ერთიანობის), რათა შესაძლებელი გახდეს დავუბრუნდეთ სცენარს, სადაც სხვადასხვა ქვეყნები – განსაკუთრებით კი, რუსეთი ამ შემთხვევაში – პატივს სცემს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რომელსაც ძირი გამოეთხარა უკრაინაში ამ საშინელი ომის გამო“,- განაცხადა სანჩესმა.

კითხვაზე, იყო თუ არა შეცდომა რუსეთის „სტრატეგიულ პარტნიორად“ განხილვა 2010 წელს, პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ „ნატო შეეცადა, მიეცა რუსეთისა და პუტინისთვის შესაძლებლობა, თუმცა შესაძლოა, წლების განმავლობაში, ჩვენ ვიყავით ცოტა გულუბრყვილოები რუსეთთან ჩვენს ურთიერთობაში“.

„დღეს ვხედავთ ექსპანსიონისტურ და იმპერიალისტურ ქცევას პუტინისა და მისი რეჟიმის მიერ და ეს მიუღებელია.

მნიშვნელოვანია, ის რასაც ახლა ჩვენ მადრიდის ამ სამიტზე ვამტკიცებთ, რითაც რუსეთს განსაზღვრავთ, როგორც სტრატეგიულ საფრთხეს ჩვენი მოკავშირეებისთვის, და განვსაზღვრავთ საშუალებებს, ინსტრუმენტებს რომლის გამოყენებასაც ვაპირებთ, რათა ვუპასუხოთ ამ გლობალურ საფრთხეს“,- განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.