ესპანეთის პრემიერ-მინისტრი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე თვითმფრინავის გაუმართაობის გამო ვერ ჩავიდა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე თვითმფრინავის გაუმართაობის გამო ვერ ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, პედრო სანჩესის თვითმფრინავს პარიზისკენ ფრენის დროს პრობლემები შეექმნა, რის გამოც პრემიერი მადრიდში დაბრუნდა.
ესპანური მედიის ცნობით, ესპანეთის მთავრობის მეთაური „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას ონლაინ შეუერთდება.