ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ილია თოფურიას უმასპინძლა და ქართველ მებრძოლთან შეხვედრის კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ, რომელიც ესპანეთის სახელითაც ასპარეზობს, შერეული ორთაბრძოლების ლეგენდარული ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ში ქვემსუბუქი წონის ქამარს დაეუფლა.
„დღეს ილია თოფურიას, UFC-ში ქვემსუბუქი წონის ახალ ჩემპიონს შევხვდი.
ძალისხმევამ, საქმისადმი ერთგულებამ და შეუპოვრობამ თქვენს ერთ ოცნებასთან მიგიყვანათ და მეორეც მალე ასრულდება – ესპანეთისადმი თქვენი სიყვარული მალე ესპანეთის მოქალაქეობის მიღებაში აისახება“, – წერს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი.