ესპანეთის პრემიერ-მინისტრი - აშშ-ში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული ავტორიტარული მეთოდების გამო, შეშფოთებული ვართ
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი - აშშ-ში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული ავტორიტარული მეთოდების გამო, შეშფოთებული ვართ

ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის თქმით, ის შეშფოთებულია აშშ-ში აქციების წინააღმდეგ გამოყენებული ავტორიტარული მეთოდების გამო. სანჩესი ამგვარად გამოეხმაურა აშშ-ში პოლიციის მხრიდან ძალადობის დროს აფრომაერიკელი მამაკაცის გარდაცვალების გამო აგორებულ საპროტესტო აქციებს.

„სოლიდარობას ვუცხადებ დემონსტრანტებს, რომლებიც აქციებს მართავენ აშშ-ში, რადგან თვალსაჩინოა, რომ ჩვენ, ყველანი ძალიან შეშფოთებულები ვართ ავტორიტარული მეთოდებით, რასაც ზოგიერთი დემონსტრანტის საპასუხოდ მიმართავენ“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.