ესპანეთის პოლიციამ არალეგალი მიგრანტი მანქანის შიდა სათავსოში იპოვა [ვიდეო]

ესპანეთის პოლიციამ არალეგალი მიგრანტი მანქანის შიდა სათავსოში იპოვა. მომხდარის ამსახველი ვიდეო „ევრონიუსმა“ გაავრცელა. ინციდენტი მაროკოსა და ესპანეთის საზღვარზე მოხდა.

როგორც გამოცემა იუწყება, სულ მესაზღვრეებმა ოთხ მანქანაში ოთხი მიგრანტი იპოვეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, რადგან მათ მანქანის ძრავსა და სალონს შორის მდებარე სივრცეში სავარაუდოდ რამდენიმე საათი გაატარეს.

მიგრანტებს შორის ერთ-ერთი 15 წლის გოგოა.

ესპანეთის საზღვრის დაცვის სამსახურის ცნობით, მიგრანტები ესპანეთში გვინეიდან ჩავიდნენ. მომხდარის გამო პოლიციამ ოთხი პირი დააკავა.