ესპანეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერს, მარიანო რახოის უნდობლობა გამოუცხადა
ესპანეთის პარლამენტმა  ქვეყნის პრემიერს, მარიანო რახოის უნდობლობა გამოუცხადა

ჩემთვის დიდი პატივია დავტოვო უკეთესი ესპანეთი, ვიდრე ის ჩემ პრემიერ-მინისტრობამდე იყო, ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მადლობა ყველას, განსაკუთრებით ჩემ პარტიას. მათთან ერთად შეუძლებელი არაფერი იყო. მადლობა ყველა ესპანელს მხარდაჭერისთვის, წარმატებებს გისურვებთ ესპანეთისთვის“, – აღნიშნა მარიანო რახოიმ.

ესპანეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის უნდობლობის კენჭისყრა გაიმართა. მარიანო რახოის ქვეყნის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. მიზეზი კორუფციული სკანდალი გახდა. პრემიერ-მინისტრი, „სოციალისტური პარტიის” ლიდერი, პედრო სანჩესი გახდება.

მმართველი პარტიის ირგვლივ სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც პარტიასთან დაკავშირებული პირები სასამართლომ კორუფციის ბრალდებით დამნაშავედ სცნო. უნდობლობის კენჭისყრის ორგანიზატორი ოპოზიციური „სოციალისტური პარტიაა“.