ესპანეთის ნაკრებთან მიღებული ტრავმის გამო უილიამ სალიბას ხუთი თვის გამოტოვება ემუქრება #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრებთან მიღებული ზურგის ტრავმის გამო საფრანგეთის ნაკრებისა და „არსენალის“ მცველს, უილიამ სალიბას, შესაძლოა, ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს და 4-5 თვე გამოტოვოს, – ინფორმაციას „ეკიპი“ ავრცელებს.
25 წლის ფეხბურთელმა ესპანეთის ნაკრებთან ნახევარფინალური მატჩის დროს მოედანი გაუსაძლისი ტკივილის გამო პირველივე ტაიმში, 30-ე წუთზე დატოვა.
არსებული ცნობებით, სალიბას ზურგის ტკივილი ქრონიკულად, უკვე რამდენიმე თვეა, აწუხებს. მიუხედავად ამისა, მსოფლიო ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ის მოედანზე ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ფონზე გადიოდა.
გახდება თუ არა ოპერაცია გარდაუვალი, ამას სიღრმისეული და დამატებითი სამედიცინო შემოწმების შედეგები დაადგენს.
სალიბა გასული საკლუბო სეზონის და მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო – მუნდიალზე მან ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.