ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ლუის ენრიკეს საქციელი ვერ გაიგო
ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ლუის ენრიკეს საქციელი ვერ გაიგო

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რობერტ მორენომ საკუთარი აზრი გამოთქვა ეროვნული ნაკრების ახალ მწვრთნელთან ლუის ენრიკესთან უთანხმოების შესახებ.

„არ ვიცი რა მოხდა, ჰკითხეთ ლუის ენრიკეს. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გამოსავალია ამ სიტუაციიდან – დარჩეს ყველაფერი ჩვენს შორის. მე არაფერი მაქვს სათქმელი ენრიკესთვის, თუნდაც მან ჩემთან ლაპარაკი მოინდომოს. არ მგონია, რომ ეს კარგი სიტუაციაა“, – მოჰყავს მორენოს სიტყვები El Mundo Deportivo-ს.

მორენომ ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლი დამაჯერებლად გაიარა ესპანეთის ნაკრებთან ერთად, რის შემდეგაც, მისი შეცვლა ლუის ენრიკეთი გადაწყვიტეს. ამ უკანასკნელმა არ მოისურვა მორენოს ასისტენტად აყვანა, არადა, ეს დუეტი ერთად იყო „რომაში“, „სელტასა“ და „ბარსელონაში“.