ესპანეთის ნაკრების ყოფილ დამრიგებელს რამდენიმე შეთავაზება აქვს
ესპანეთის ნაკრების ყოფილ დამრიგებელს რამდენიმე შეთავაზება აქვს

რობერტ მორენომ, რომელსაც სამშაბათს ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინეს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი სამსახურით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.

„მაქვს რამდენიმე შეთავაზება. გასაოცარია, როგორ აფასებენ ჩემს სამუშაოს ადამიანები, მაგრამ, ჯერჯერობით მინდა რამდენიმე დღე დავისვენო ჩემს ოჯახთან ერთად“, – განაცხადა El Mundo Deportivo-სთან კომენტარში მორენომ.

ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მონდომება და ენერგია არ აკლია და მზად არის თუნდაც უცხოურ კლუბში იმუშაოს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუის ენრიკე დაბრუნდა, რომელმაც თავის ასისტენტად მორენოს აყვანა არ მოისურვა.