ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოსა და კვიპროსთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ მოახლოებული მატჩებისთვის 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
„ფურია როხა“ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე 8 სექტემბერს თბილისში საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებს, 12-ში კი კვიპროსს გრანადაში, „ნუევო ლოს კარმენესის“ სტადიონზე უმასპინძლებს.
მთავარი სიახლე ეროვნულ გუნდში „ბარსელონას“ 16 წლის ვუნდერკინდის, შემტევი ლამინ იამალის გამოძახებაა, რომელმაც ლა ლიგში თავის გამოჩენა მოახერხა. ასევე დებიუტანტია „ვილიარეალის“ ნახევარმცველი ალექს ბაენა.
ესპანეთის ნაკრები საწვრთნელ შეკრებას 4 სექტემბერს დაიწყებს.
ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: უნაი სიმონი (ატლეტიკი), კეპა არისაბალაგა (მადრიდის რეალი), დევიდ რაია (არსენალი)
მცველები: დანიელ კარვახალი (მადრიდის რეალი), სესარ ასპილიკუეტა (მადრიდის ატლეტიკო), რუბინ ლენორმანი (რეალ სოსიედადი), დავიდ გარსია (ოსასუნა), პაუ ტორესი (ასტონ ვილა), ემერიკ ლაპორტი (ალ-ნასრი), ალეხანდრო ბალდე (ბარსელონა), ხოსე გაია (ვალენსია)
ნახევარმცველები: მარტინ ზუბიმენდი, მიკელ მერინო (ორივე – რეალ სოსიედადი), როდრიგო (მანჩესტერი), გავი (ბარსელონა), ალექს ბაენა (ვილიარეალი), ფაბიან რუისი (პსჟ)
თავდამსხმელები: ალვარო მორატა (მადრიდის ატლეტიკო), ხოსელუ (მადრიდის რეალი), მარკო ასენსიო (პსჟ), დანი ოლმო (ლაიფციგი), აბელ რუისი (ბრაგა), ლამინე იამალი (ბარსელონა), ნიკო უილიამსი (ატლეტიკი)