ესპანეთის ნაკრების ძირითადი მეკარე ოთხი თვე ვერ ითამაშებს #1TVSPORT
„ბილბაოს“ მეკარე, ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი უნაი სიმონი შაბათს გამოწერეს საავადმყოფოდან, სადაც მას მაჯაზე ოპერაცია გაუკეთეს.
როგორც გაზეთი Marca წერს, სრულად აღდგენისთვის 27 წლის ფეხბურთელს 4-5 თვე დასჭირდება.
ევრო 2024-ზე სიმონმა ექვსი მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაუშვა.