ესპანეთის ნაკრების დამრიგებელი - ლუის ენრიკეს ნებისმიერ დროს შეუძლია, ჩემი ადგილი დაიკავოს
ესპანეთის ნაკრების დამრიგებელი - ლუის ენრიკეს ნებისმიერ დროს შეუძლია, ჩემი ადგილი დაიკავოს

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მორენომ მხარდაჭერა გამოთქვა ეროვნული გუნდის ყოფილი დამრიგებლის, ლუის ენრიკეს მიმართ, რომელსაც ერთი კვირის წინ ცხრა წლის ქალიშვილი გარდაეცვალა.

„მე ლუისს საკუთარ მეგობრად მივიჩნევ, მეგობრობა კი ყველაზე მაღლა დგას. თუ ის ერთხელ გადაწყვეტს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებას, სიხარულით დავუთობ ამ ადგილს და მასთან ერთად ვიმუშავებ. ეს რთული კვირა იყო. ესპანეთის ნაკრებთან ერთად შევეცდებით ვაჩუქოთ მცირეოდენი სიხარული ამ ძალიან ცუდ დროს. ეს არის ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია“, – მოჰყავს მორენოს სიტყვები გამოცემა „სპორტს“ (Sport).