ესპანეთის ნაკრების ცნობილი გულშემატკივარი თავის განთქმულ დოლს ყიდის
ესპანეთის ნაკრების ცნობილი გულშემატკივარი თავის განთქმულ დოლს ყიდის

ესპანეთის ნაკრების ყველასთვის ცნობილი გულშემატკივარი მანუელ კასერეს არტესერო, იგივე მანოლო მედოლე, კორონავირუსის გამო სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდის, – იტყობინება „ფრანს პრესი“.

ამჟამად მანოლო მზად არის გაყიდოს თავისი ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ესპანეთის ნაკრების მხარდასაჭერად დიდ სპორტულ ფორუმებზე იყენებდა. ცნობილ გულშემატკივარს ეროვნული ნაკრების თამაში 1982 წლის შემდეგ არ გამოუტოვებია. ის იმყოფებოდა მსოფლიოს 10 და ევროპის შვიდ ჩემპიონატზე.

მანოლო მედოლე ესპანეთის ეროვნული გუნდის სიმბოლოა.