ესპანეთის მთავრობამ გემ „ოუფენ არმსის“ ბორტზე მყოფ მიგრანტებს ქვეყანაში ჩასვლის უფლება მისცა
ესპანეთის მთავრობამ გემ „ოუფენ არმსის“ ბორტზე მყოფ მიგრანტებს ქვეყანაში ჩასვლის უფლება მისცა

ესპანეთის მთავრობამ ჰუმანიტარული ორგანიზაციის კუთვნილ გემ „ოუფენ არმსის“ ბორტზე მყოფ მიგრანტებს ესპანეთში ჩასვლის უფლება მისცა.

შესაბამისი გადაწყვეტილება ესპანეთის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პედრო სანჩესმა მიიღო. მან „მიუღებელი“ უწოდა იტალიის მთავრობის პოზიციას, რომელმაც მიგრანტებს იტალიის პორტში შესვლა აუკრძალა.

ოფიციალური მადრიდის გადაწყვეტილებით, მიგრანტების ხომალდი პროვინცია კადისში მდებარე ალხესირასის პორტში ჩავა. ამჟამად გემზე 105 ზრდასრული და ორი ბავშვია.

მანამდე იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო სალვინიმ იტალიის პორტში გემზე მყოფი 27 არასრულწლოვნის ჩასვლის ნებართვა გასცა, ისინი კუნძულ ლამპედუზაზე ჩაიყვანეს.