ესპანეთის მეფის სიძე სასჯელის მოსახდელად საპატიმროში მივიდა
ესპანეთის მეფის  სიძე  სასჯელის მოსახდელად საპატიმროში მივიდა

ესპანეთის მეფის, ფელიპეს სიძე ინიაკი ურდანგარინი სასჯელის მოსახდელად საპატიმროში მივიდა. მას საგადასახადო მაქინაციებისა და თანხების გაფლაგვისთვის ხუთი წლითა და 10 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი. ესპანური მედიის ინფორმაციით, ბოლო დღეები ურდანგარინმა მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად, შვეიცარიაში გაატარა.

უსაფრთხოების მიზნით, მონარქის სიძე ციხის შენობის განცალკევებულ სექციაში მოიხდის სასჯელს. კვირაში ორჯერ მას მნახველების მიღება შეეძლება.

ესპანეთის უზენაესმა სასამრთლომ 12 ივნისს ქალაქ პალმას სასამართლოს მიერ, 2017 წელს გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, თუმცა სასჯელი შედარებით შეამსუბუქა.

ესპანეთის მეფის სიძეს საგადასახადო მაქინაციებისა და საზოგადოებრივი ფონდებიდან რამდენიმე მილიონის არამიზნობრივი გამოყენებისთვის ხუთი წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ ურდანგარინი მის მიერ დაარსებული ფირმის საშუალებით ითვისებდა ჰონორარებს ღონისძიებებისთვის, რომლებიც არ ჩატარებულა.

ესპანეთის მეფის დის, კრისტინას მეუღლე, 50 წლის ინიაკი ურდანგარინი არაკომერციულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, რომლის ფუნქციებში ესპანეთის სპორტის განვითარების ხელშეწყობა შედიოდა. გამოძიება ურდანგარინისა და პრინცესა კრისტინას წინააღმდეგ 2008 წელს დაიწყო. 2017 წლის თებერვალში სასამართლომ კრისტინას კორუფციულ სქემაში ქმრის ხელშეწყობაში ბრალდება მოუხდა. თუმცა მას 265 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა იმისთვის, რომ მეუღლის მიერ უკანონო გზით მიღებულ ფულს იყენებდა. თავად ურდანგარინს სასამართლომ თავდაპირველად 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ასევე 512 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. პროკურატურა მისთვის 19-წლიან პატიმრობას ითხოვდა.