ესპანეთის კუნძულ ტენერიფედან ხანძრის გამო ათასობით ადამიანია ევაკუირებული
ესპანეთის კუნძულ ტენერიფედან ხანძრის გამო ათასობით ადამიანია ევაკუირებული

ესპანეთის კუნძულ ტენერიფედან ხანძრის გამო ათასობით ადამიანია ევაკუირებული. ხანძარი კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მძვინვარებს.

კანარის კუნძულების საგანგებო სამსახურის ცნობით, შაბათის შუადღის მონაცემებით, სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 26 ათასი ადამიანი. ცეცხლის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი აფერხებს, ამიტომ, გაუარესებული პირობების გამო, კვირას ევაკუაციის პროცესი გაგრძელდება.

ხანძარმა 11 დასახლება დააზარალა. ამ დროისთვის დამწვარია ხუთი ათასი ჰექტარი.

ხანძარი კუნძულ ტენერიფეზე, ვულკან ტეიდეს გარშემო მდებარე ეროვნულ პარკში გაჩნდა.

როგორც ტენერიფეს საბჭოს პრეზიდენტმა, როზა დავილამ განაცხადა მედიასთან, მთავრობის უპირველესი ამოცანაა მოქალაქეების სიცოცხლის დაცვა. მისი ცნობით, ამ ეტაპზე საცხოვრებელი სახლები დამწვარი არ არის.