ესპანეთის ხელისუფლება შეიწყალებს კატალონიელ ლიდერებს, რომლებსაც კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ორგანიზებაში ედებათ ბრალი
ესპანეთის ხელისუფლება შეიწყალებს კატალონიელ ლიდერებს, რომლებსაც კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ორგანიზებაში ედებათ ბრალი

ესპანეთის ხელისუფლება შეიწყალებს კატალონიელ ლიდერებს, რომლებსაც ავტონომიის დამოუკიდებლობის შესახებ 2017 წელს რეფერენდუმის ორგანიზებაში ედებათ ბრალი.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.

როგორც ცნობილია, 12 მსჯავრდებულს სხვადასხვა ვადით, 7-დან 13 წლამდე პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

ისინი 2019 წელს ამბოხის ხელშეწყობასა და ბიუჯეტის გაფლანგვის ბრალდებით გაასამართლეს.

ოფიციალური მადრიდი რეფერენდუმს უკანონოდ მიიჩნევდა. აღსანიშნავია, რომ „ელ მუნდოს“ მიერ ჩატარებული გამოკითხვით, კატალონიელ პოლიტიკოსთა გათავისუფლების წინააღმდეგ 61 პროცენტი აფიქსირებს ხმას, მომხრე კი, 39 პროცენტია. პრემიერის განცხადების შემდეგ, მადრიდში შეწყდა მანიფესტაციები, რომელსაც 25 000-მდე ადამიანი ესწრებოდა.