ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდემგო ვაქცინა მოსახლეობისთვის უფასო იქნება
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდემგო ვაქცინა მოსახლეობისთვის უფასო იქნება

ესპანეთის მოსახლოების უდიდესი ნაწილისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 2021 წლის პირველ ნახევარში იქნება ხელმისაწვდომი.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩეზმა განაცხადა.

სანჩესმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა, ესპანეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო. ესპანეთის მთავრობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის ერთ მილიარდი ევრო გამოყო, ასევე შექმნა სპეციალური კომიტეტი, რომელიც გადაწყვეტს, ვინ მიიღებს პირველ ვაქცინას.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ვაქცინაციის გეგმას მოსახლეობას სამშაბათს გააცნობს. როგორც ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსახლეობისთვის უფასო იქნება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ესპანეთში „კოვდ-19“ 1 54 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა.