ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრი – ტრამპი ესპანეთს საშინელ პარტნიორს უწოდებს, რადგან არ ემორჩილება შანტაჟს ან მუქარას
ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრი მონიკა გარსია გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ „ესპანეთი ნატო-ს საშინელი მოკავშირეა“.
„ტრამპი ესპანეთს საშინელ პარტნიორს უწოდებს, რადგან ის არ ემორჩილება შანტაჟს ან მუქარას, ჩვენ ვართ სუვერენული, დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მრავალმხრივობა და მშვიდობა. საშინელებაა დიპლომატიის გაიგივება ბანდიტიზმთან“, – წერს ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ ანკარაში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ესპანეთი ნატო-ს საშინელი მოკავშირეა და ამ ქვეყანასთან ყველანაირი ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანება გასცა.
Trump llama a España “socio terrible” porque no acepta chantajes ni amenazas. Porque somos un país soberano, democrático, que defiende el multilateralismo y la paz. Terrible es confundir la diplomacia con el matonismo.
— Mónica García (@Monica_Garcia_G) July 8, 2026